ლენდონი კარტერი შეიძლება ითქვას სკოლის კუმირია. ის ლამაზი და სასტიკია, გოგონებისაგან განებივრებული თავის თავში მეტად თავდაჯერებული გახდა და, რა თქმა უნდა, ვერ ამჩნევს ჩვეულებრივ ჯეიმის, რომელიც მხოლოდ სწავლაზე ფიქრობს და სხვებივით მუდამ კარტერის მოხიბვლას არ ცდილობს. მაგრამ როდესაც სკოლაში პიესა უნდა დაიდგას ლენდონი სკოლის ხუთოსნის დახმარების გარეშე ვერაფერს გახდება. ჯეიმი თანახმაა დახმარებაზე, მხოლოდ ერთი პირობით... ლენდონმა პირობა უნდა მისცეს, რომ ის არ შეუყვარდება...
|