ესპანეთი, 1944 წელი, ფაშისტურ გერმანიასთან ბრძოლა მიმდინარეობს. 10 წლის მარტოხელა მეოცნებე ოფელია სახლთან ახლოს მიტოვებულ უცნაურ ლაბირინთს აღმოაჩენს. მიწისქევეშეთის მბრძანებელი ფავნი ოფელიას არწმუნებს, რომ მისი ნამდვილი ბედი იცის. თურმე გოგონა ჯადოსნური სამეფოს პრინცესაა, რომელსაც ძალიან დიდი ხანია უიმედოდ ეძებს მამა. სამეფოში დასაბრუნებლად ოფელიამ შუაღამემდე სამი გამოცდა უნდა გაიაროს.