თაფლობის თვის შემდეგ შრეკი სიდედრისა და სიმამრის, მეფე ჰაროლდისა და დედოფალ ლილიანის, გასაცნობად მიემგზავრება. ფიონას მშობლებმა არ იციან, რომ მათი სიძე კაციჭამია გოლიათია და რომ ფიონა შრეკთან ქორწინების შემდეგ თავადაც მონსტრად გადაიქცა. პრინცესას ნათლია მეფეს ახსენებს წლების წინ დადებულ პირობას, რომ ფიონა მისი ვაჟის ცოლი უნდა გამხდარიყო. შრეკის მოსაკლავად ჩექმებიან კატას აგზავნიან.