ლეგენდარული როკი კრივიდან მიდის და რესტორნების ქსელის ბიზნესით ინტერესდება. თუმცა მას შემდეგ, რაც საყვარელი ცოლი უკვდება, სიცარიელის შევსებისა და ტრაგედიისგან თავის დაღწევის მიზნით კვლავაც ბრუნდება დიდ კრივში. ბრძოლას კი მსუბუქი წონის მოწინააღმდეგეებთან განაგრძობს. როკისადმი პრესის ინტერესი ერთი-ორად იზრდება, როდესაც ხმა ვრცელდება, რომ ის მძიმე წონის მსოფლიო ჩემპიონთან, მეისონ დიკსონთან ბრძოლაზე დათანხმდა.