ექვსწლიანი პაუზის შემდეგ სპეცაგენტი იტან ჰანტი ისევ საქმეს უბრუნდება. ახლადშექმნილი ოჯახი და პირადი ბედნიერება მან სამსახურეობრივ მოვალეობას უნდა დაუპირისპიროს: თეთრი სახლი მღელვარებას მოუცვია, ბრიტანელი ოუენ დევიანი უახლეს სამხედრო იარაღს ახლოაღმოსავლურ სახელმწიფოებში ყიდის და ამით საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს. ოუენის ძალაუფლება იქამდეც კი მივიდა, რომ მან სპეცსამსახურის საუკეთესო აგენტი ქალის ტყვედ აყვანაც კი მოახერხა. ამიტომ, ჰანტის წინაშე საიდუმლო და სახიფათო მისია ისახება.