პირველ რიგში ვხსნით 8000 პორტს. თუ მისი გახსნა არ შეგვიძლია საკუთარი ძალებით, ამ შემთხვევაში ვრეკავთ პროვაიდერთან ვეუბნებით კომპიუტერის შიდა IP მისამართს(10.0.0.X) და გვიხსნიან 8000 პორტს. რადიოსათვის აუცილებელია Winamp 5.XX Player და ShoutCast, რომელიც ინსტალირდება მხოლოდ და მხოლოდ Winamp 5.XX Player-ის დაინსტალირების შემდეგ. პროგრამების დაყენების შემდეგ შევდივართ იმ საქაღალდეში, სადაც პროგრამა დავაყენეთ(სტანდარტულად : C:\Program Files\SHOUTcast) და ვხსნით ტექსტურ ფაილს სახელად : sc_serv.ini...აქ ჩვენ რადიოს უნდა დავადოთ სასურველი პაროლი. მოვძებნოთ სიტყვა Changename და შევცვალოთ სასურველი პაროლით.ამის შემდეგ დავიმახსოვროთ ფაილში შეტანილი ცვლილებები(მენუს ბრძანება File/save).
Reduced: 68% of original size [ 751 x 476 ] - Click to view full image
ყოველივე ამის შემდეგ გავხსნათ Winamp 5.XX Player და კლავიატურაზე ვიმოქმედოთ ღილაკების კომბინაციაზე Ctrl+P(Winamp Preference). გახსნილ ფანჯარაში მარცხენა მხარეს მდებარე მენიუში(Tree View) ვირჩევთ DSP/effect განყოფილებას.
Reduced: 87% of original size [ 585 x 452 ] - Click to view full image
ამის შემდეგ ფანჯრის მარჯვენა მხარეს გაიხსნება სია(ListBox), სადაც ვირჩევ Nullsoft SHOUTcast Sourse DSP V1.8.2.b [dsp_sc.dll], რის შედეგადაც გამოვა ფანჯარა SHOUTcast Sourse.
Reduced: 87% of original size [ 584 x 642 ] - Click to view full image
გამოსულ ფანჯარაში გადავდივართ ჩანართ Output-ზე, სადაც პორტის ადგილას ვწერთ 8000-ს, ხოლო პაროლის ადგილას რადიოზე ჩვენს მიერ დადებულ პაროლს(იხ. ზემოთ). დანარჩენი ავტომატურად წერია.
ყოველივე ამის შემდეგ თაგუნას მარცხენა ღილაკით ვიმოქმედოთ ამავე ჩანართში არსებულ ღილაკ Yellowpages-ზე. რის შედეგადაც გახსნილ ფანჯარაში ჩავატაროთ შემდეგი ოპერაციები:
Description : ვწერთ მაგალითად ‘My Internet Radio’ ; Genre : აქ ვწერთ ჟანრს, ანუ რადიოს მუსიკალურ სტილს; ICQ : თქვენი ICQ - ს ნომერი(სურვილის მიხედვით).
ყოველივე ამის შემდეგ გადავდივართ ჩანართ Encoder-ზე და Encoder Settings-ში ვირჩევთ ხმის ხარისხს(რეკომენდირებულია 96kbps,44.100khz,stereo)
მაშ ასე რადიო უკვე მზადაა და მის მუშა მდგომარეობაში მოსაყვანას საჭიროა პროგრამის გაშვება : sc_serv.exe(სტანდარტული მისამართი : C:\Program Files\SHOUTcast\ sc_serv.exe)
Reduced: 91% of original size [ 558 x 706 ] - Click to view full image
თქვენი რადიოს მისამართია : Http://თქვენი IP მისამართი:8000/Listen.pls
სერვერის გაშვების შემდეგ, ვუშვებთ Winamp-ს, მასთან ერთად გამოვა Shoutcast-ის ფანჯარაც, სადაც ჩანართში output ვაჭერთ ღილაკს Connect, ამის შემდეგ მუსიკას, რომელსაც გაუშვებთ პროგრამაში მოისმენს ის აუდიტორია, რომელსაც მისამართი მიეცით. რადიოს მოსმენა შესაძლებელია შემდეგი პლეიერებით:
Winamp 5.XX Player Real Player Nero Media Player Java Player
რაც შეეხება პორტების გადამისამართებას, სხვადასხვა როუტერზე(მოდემზე) სხვადასხვანაირად ხდება, ამიტომ აქ არ განვიხილავ, მხოლოდ მოგვიანებით ჩემი მოდემის მაგალითს დავწერ, იქნებ ვინმეს გამოადგეს.
|