Monday, 2024-05-20, 9:55 AM
Welcome Guest | RSS
Main Page/მთავარიგვერდი | | Register | Log in
მთავარი მენიუ
-მთავარი/Main Page
-თხოვნები/Requests
ნავიგაცია
Games [70]
Movies [125]
programmes [204]
Music [89]
Pictures [85]
videos [268]
clips [48]
other [39]
For Mobile [25]
რეიტინგები
romel serverze avtvirto failebi?
სულ ხმები: 418
შესვლა
ძებნა
მეგობრები
სტატისტიკა
Main/მთავარიn » Files/ფაილები » other

sakutari radios dayeneba
[ ] 2007-10-16, 9:06 AM
პირველ რიგში ვხსნით 8000 პორტს. თუ მისი გახსნა არ შეგვიძლია საკუთარი ძალებით, ამ შემთხვევაში ვრეკავთ პროვაიდერთან ვეუბნებით კომპიუტერის შიდა IP მისამართს(10.0.0.X) და გვიხსნიან 8000 პორტს.
რადიოსათვის აუცილებელია Winamp 5.XX Player და ShoutCast, რომელიც ინსტალირდება მხოლოდ და მხოლოდ Winamp 5.XX Player-ის დაინსტალირების შემდეგ.
პროგრამების დაყენების შემდეგ შევდივართ იმ საქაღალდეში, სადაც პროგრამა დავაყენეთ(სტანდარტულად : C:\Program Files\SHOUTcast) და ვხსნით ტექსტურ ფაილს სახელად : sc_serv.ini...აქ ჩვენ რადიოს უნდა დავადოთ სასურველი პაროლი. მოვძებნოთ სიტყვა Changename და შევცვალოთ სასურველი პაროლით.ამის შემდეგ დავიმახსოვროთ ფაილში შეტანილი ცვლილებები(მენუს ბრძანება File/save).

 Reduced: 68% of original size [ 751 x 476 ] - Click to view full image


ყოველივე ამის შემდეგ გავხსნათ Winamp 5.XX Player და კლავიატურაზე ვიმოქმედოთ ღილაკების კომბინაციაზე Ctrl+P(Winamp Preference). გახსნილ ფანჯარაში მარცხენა მხარეს მდებარე მენიუში(Tree View) ვირჩევთ DSP/effect განყოფილებას.

 Reduced: 87% of original size [ 585 x 452 ] - Click to view full image


ამის შემდეგ ფანჯრის მარჯვენა მხარეს გაიხსნება სია(ListBox), სადაც ვირჩევ Nullsoft SHOUTcast Sourse DSP V1.8.2.b [dsp_sc.dll], რის შედეგადაც გამოვა ფანჯარა SHOUTcast Sourse.

 Reduced: 87% of original size [ 584 x 642 ] - Click to view full image


გამოსულ ფანჯარაში გადავდივართ ჩანართ Output-ზე, სადაც პორტის ადგილას ვწერთ 8000-ს, ხოლო პაროლის ადგილას რადიოზე ჩვენს მიერ დადებულ პაროლს(იხ. ზემოთ). დანარჩენი ავტომატურად წერია.



ყოველივე ამის შემდეგ თაგუნას მარცხენა ღილაკით ვიმოქმედოთ ამავე ჩანართში არსებულ ღილაკ Yellowpages-ზე. რის შედეგადაც გახსნილ ფანჯარაში ჩავატაროთ შემდეგი ოპერაციები:

Description : ვწერთ მაგალითად ‘My Internet Radio’ ;
Genre : აქ ვწერთ ჟანრს, ანუ რადიოს მუსიკალურ სტილს;
ICQ : თქვენი ICQ - ს ნომერი(სურვილის მიხედვით).



ყოველივე ამის შემდეგ გადავდივართ ჩანართ Encoder-ზე და Encoder Settings-ში ვირჩევთ ხმის ხარისხს(რეკომენდირებულია 96kbps,44.100khz,stereo)



მაშ ასე რადიო უკვე მზადაა და მის მუშა მდგომარეობაში მოსაყვანას საჭიროა პროგრამის გაშვება : sc_serv.exe(სტანდარტული მისამართი : C:\Program Files\SHOUTcast\ sc_serv.exe)

 Reduced: 91% of original size [ 558 x 706 ] - Click to view full image


თქვენი რადიოს მისამართია :
Http://თქვენი IP მისამართი:8000/Listen.pls

სერვერის გაშვების შემდეგ, ვუშვებთ Winamp-ს, მასთან ერთად გამოვა Shoutcast-ის ფანჯარაც, სადაც ჩანართში output ვაჭერთ ღილაკს Connect, ამის შემდეგ მუსიკას, რომელსაც გაუშვებთ პროგრამაში მოისმენს ის აუდიტორია, რომელსაც მისამართი მიეცით.
რადიოს მოსმენა შესაძლებელია შემდეგი პლეიერებით:

Winamp 5.XX Player
Real Player
Nero Media Player
Java Player


რაც შეეხება პორტების გადამისამართებას, სხვადასხვა როუტერზე(მოდემზე) სხვადასხვანაირად ხდება, ამიტომ აქ არ განვიხილავ, მხოლოდ მოგვიანებით ჩემი მოდემის მაგალითს დავწერ, იქნებ ვინმეს გამოადგეს.


საჭირო პროგრამები:

რადიოს სერვერი
WinAmp-ის plugin
კატეგორია: other | ავტორი : chitala
ნახვები: 838 | რეიტინგი: 0.0/0 |

Total comments: 0
Only registered users can add comments.
[ Register | Log in ]
Hosted by uCoz Copyright MyCorp © 2024